მთავარისიახლეებისაზოგადოება„დედა, გაასაჯაროვე ეს წერილი...მხოლოდ 2 დღე მაქვს"- 25 წლის ზუგდიდელი პატიმრის ...

„დედა, გაასაჯაროვე ეს წერილი…მხოლოდ 2 დღე მაქვს”- 25 წლის ზუგდიდელი პატიმრის წერილი დედას [Video]

Published on

„დედა, გაასაჯაროვე ეს წერილი…დრო არ ითმენს, 2 დღე მხოლოდ“- ამ სიტყვებით მიმართავს ბათუმის #3 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარი ნიკა ლოგუა დედას და დახმარებას ითხოვს. როგორც მსჯავდებულის დედა აცხადებს, შვილმა ციხიდან წერილი გამოუგზავნა, სადაც დეტალურად აღწერს მდგომარეობას, რომელიც ციხეში ხდება. ნესტან ცირდავა „ოდიშინიუსთან“ ამბობს, რომ შვილს ბოლოს ტელეფონით 27 აგვისტოს ესაუბრა, სწორედ მაშინ უთხრა შვილმა, რომ წერილს გამოუგზავნიდა და ტელეფონით ვერაფერს ეტყოდა.

ნიკა ლოგუა წერილში წერს იმ მძიმე და შემზარავ პირობებზე, რაც ციხეში ხდება. ის სამარტოო საკანში ზის და სასჯელს მკაცრ პირობებში იხდის, წერილში წერია, რომ საკანში წვიმის დროს ისევე წვიმს, როგორც გარეთ, შემცირებული აქვს საკვების დოზა, ყვება, რომ ადმინისტრაციისგან აქვს არნახული ფსიქოლოგიური ზეწოლა, პატიმრის წერილიდან ირკვევა, რომ გარკვეული პერიოდი იშიმშილა, შემდეგ წნეხს ვერ გაუძლო და თვითდაზიანება მიიყენა…“უყურადღებოდ მიმაგდეს, სისხლისგან დავიცალე, ვკვდებოდი და ისევ ვითხოვე დახმარება, მერე წამიყვანეს და გამკერეს…ალბათ 17 ძაფი მადევს, ძალიან სუსტად ვარ, გთხოვ დედა, უამბე ეს ყველას და დამეხმარე, მხოლოდ 2 დღეა დრო“- წერს პატიმარი.

ადვოკატი სოსო ჯანაშია ამბობს, რომ წერილი, რომელიც დედამ მიიღო, საგანგაშო სიგნალია. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ პატიმარი სასჯელს ბათუმის დაწესებულებაში იხდის, ორშაბათამდე მისი ნახვა ვერ ხერხდება.პატიმარი წერილში წერს, რომ პრობლემების შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელს ესაუბრა, სწორედ ამის შემდეგ ხდება მასზე ზეწოლა. თუმცა, როგორც დედა აცხადებს, მან არ იცის ნიკა სახალხო დამცველის წარმომადგენელს როდის შეხვდა. დღეს ნესტან ცირდავა  დახმარებისთვის სახალხო დამცველის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობასაც მიმართა.  როგორც „ოდიშინიუსმა“ გაარკვია, ორგანიზაციაში წერილი დარეგისტრირდა და ცენტრალურ ოფისს გადაეცემა, თუმცა როგორ და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცენტრალური ოფისი, არ იციან.

ნიკა ლოგუა 2016 წლის 15 ივნისს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, მაღაზია ნიკორაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება სსკ 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით, საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, 2 წლიანი პირობითი სასჯელით, რადგან, სოსო ჯანაშიას თქმით, ნიკა ლოგუას წინა, ქურდობის საქმიდან 5 წლიანი პირობითი სასჯელი მოყვებოდა.

25 წლის ნიკა ლოგუას ნახვის უფლება ოჯახის წევრებს არა აქვთ, ამიტომ დედა შვილის ნახვას ვერ შეძლებს. ადვოკატი სოსო ჯანაშია დეტალებში გასარკვევად ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მონახულებას და ვითარებაში გარკვევას ორშაბათს გეგმავს.

სიახლეები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...