მთავარისიახლეებიპოლიტიკაგუშინდელი აფეთქება სხვადასხვა რაკურსით

გუშინდელი აფეთქება სხვადასხვა რაკურსით

Published on

დეპუტატ  გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტის კომენტირებისას პოლიტიკური ოპონენტები და ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიანიშნებენ მის შესაძლო ორგანიზატორზე და მოტივებზე. 
„ქართული ოცნება“ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ მომხდარს პოლიტიკური სარჩული აქვს. „იმის მიუხედავად, რომ დანაშაულის მოტივი საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს აქტი პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებთან. შემაშფოთებელია, რომ დანაშაულებრივი აქტის განხორციელებისთანავე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გაისმა ბრალდებები, „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მისამართით, რასაც მკაცრი რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. გუშინდელმა აქტმა გაგვიმყარა რწმენა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელი, ხელისუფლების ხელში ჩაგდების ზღვარგადასული სურვილის გამო. მკაცრად ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, უარი თქვან დანაშაულებრივ განზრახვებზე და ნუ ეცდებიან ჩრდილი მიაყენონ დემოკრატიულ საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
 
,,გუშინდელი ფაქტი, სამწუხაროდ, არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესის, რომელსაც ერთი მხრივ სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ, ყოფილი სახელისუფლებო პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებენ საქართველოში,''  –  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ მომხდარი ინციდენტის, კერძოდ, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, როდესაც სიძულვილი არის არჩევნებში გამარჯვების მთავარი იარაღი, მაშინ ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული. 
 
,,სამარცხვინოა რეაქციები, რაც მოვისმინე, თითქოს გივი თარგამაძემ მოახდინა ინსცენირება, ან განცხადებები, რომ ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან საქართველოს გარეთ მყოფმა პირებმა გააკეთეს, სამწუხაროა, რომ ასეთი რეაქცია აირჩია ხელისუფლებამ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. 
როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, მომხდარი არის ხელისუფლების უპასუხისმგებლობის შედეგი, რომელსაც ის ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს. 
„,მარტივად არის საქმე, ეს არის ტერორისტული აქტი. ეს ტერორისტული აქტი, ისევე როგორც სამი დღის წინ ოქრუაშვილზე თავდასხმა, ისევე როგორც ახალგაზრდის მკვლელობა „ოცნების“ კონცერტზე, არის შედეგი იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკისა, რომელიც დღეს ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია. ის, რომ ხალხს კლავენ „კალაშნიკოვით“ და კოლმეურნეობის მოედანზე დეპუტატს აფეთქებენ, არის ნათელი მაგალითი თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ. 
მისივე თქმით, სამწუხაროა, ტერორისტული აქტის შედეგად უდანაშაულო ადამიანები დაშავდნენ. 
 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...