მთავარისიახლეებისაზოგადოება„რუსთავი 2“-ის აღმასრულებელ დირექტორად, ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა

„რუსთავი 2“-ის აღმასრულებელ დირექტორად, ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა

Published on

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელ დირექტორად, ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა. ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი,  ტელეკომპანია რუსთავი2-ში როგორც საინფორმაციო, ასევე გასართობი გადაცემების ნაწილს უხელმძღვანელებს.  

“ჩვენ კარგა ხანია გვაქვს საუბრები ირაკლისთან, რომ იგი ჩასდგომოდა, როგორც საინფორმაციო, ასევე გასართობი გადაცემების ნაწილს და მისი ხელმძღვანელობით, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა.“ – განაცხადა, არხის გენერალურმა დირექტორმა.

ირაკლი იმნაიშვილმა  ჟურნალისტებთან საუბრისას ტელეკომპანიის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იქნება.

“მთავარი ამოცანაა შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა. ეს იქნება კონტრაქტი, მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის და ეს კონტრაქტი მისცემს აქ მომუშავე ჟურნალისტებს დაიცვან თავისი თავი და დაიცვან სარედაქციო დამოუკიდებლობა. ძალიან გულუბრყვილო იქნება იმის აღქმა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა ეს არის ერთჯერადი პროცესი, ეს იქნება ყოველდღიური პროცესი. სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არის ყოველდღიური პროცესი. რუსთავი2-ი იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, როგორც გვახსვოვს ხალხსაც და მფობელებსაც გამარჯვების შემდეგ ეს ტელევიზია მალევე წაართვეს და თუ ჩვენი მოლაპარაკება დასრულდება წარმატებით, მე მაქვს ამბიცია, რომ რუსთავი2-ი გახდეს გამარჯვებული თანამშრომლების ტელევიზია.“ – განაცხადა, არხის აღმასრულებელმა დირექტორმა.

სიახლეები

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...