მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოჰ ჰერმანმა საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოჰ ჰერმანმა საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდა

Published on

 ჩვენ ნებისმიერი სახის ძალადობას ვგმობთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოჰ ჰერმანმა დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
ჰერმანმა საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. 
„ჩვენ პოლიტიკოსისა და პარლამენტის წევრის მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მივიღეთ. ნება მომეცით ვთქვა, რომ ნებისმიერი სახის ძალადობას ვგმობთ. მსურს, ყველა პარტიასა და კამპანიის ყველა მონაწილეს სიმშვიდისკენ მოვუწოდო. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პრინციპების პატივისცემა, რომლებსაც ევროკავშირი აღიარებს. გვსურს, ვიხილოთ საარჩევნო კამპანია, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს შეესაბამება და ქართველი ხალხის სურვილს პატივს სცემს. ვიმედოვნებ, რომ ამ დღეების განმავლობაში, არჩევნების პირველ რაუნდამდე სიმშვიდე შენარჩუნდება. ჩვენ ამ პროცესებს თვალს ყურადღებით მივადევნებთ და დაველოდებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრებას, რომელიც არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში ევროკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ“, – განაცხადა იანოჰ ჰერმანმა
 
 

 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...