მთავარისიახლეებისაზოგადოებაგერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

Published on

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ამ ინფორმაციას პანკისის ხეობის მოსახლეობაც ადასტურებს.

მათი თქმით, ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავები დაუკავშირდნენ მის მეგობრებს, რომლებიც ამ დროისთვის ავსტრიის ერთ-ერთ ქალაქში იმყოფებიან და საქმის გასარკვევად გერმანიაში მიდიან. სწორედ მათგან იციან დუისელებმა დეტალები, რომელიც ამ მკვლელობას უკავშირდება.

გარემოცვის ინფორმაციით, ხანგოშვილი მკვლელობის მომენტში გერმანიაში მარტო იმყოფებოდა. ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და ტყვია სავარაუდოდ, თავის არეში აქვს მოხვედრილი.

მათივე ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული.

ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. მას 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს,მკურნალობის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...