მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი 2 წამყვან სახეებთან ერთად დემონსტრატიულად დატოვა უამრავმა მაყურებლისთვის...

რუსთავი 2 წამყვან სახეებთან ერთად დემონსტრატიულად დატოვა უამრავმა მაყურებლისთვის ,,უჩინარმა” თანამშრომელმაც

Published on

რუსთავი 2 რომ მხოლოდ შენობა, აპარატურა, ლოგო არ იყო, არ შეიძლება არ ცოდნოდა მას, ვინც მისი ოკუპირება მოახდინა, მაგრამ ერთი რამ ვერ გათვალა – მილიარდების ნიმბი ოლიგარქის თავზე ვერ მოერია არხზე მომუშავე ადამიანების მორალურ პრინციპებს. ახლა უკვე ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2 არც მხოლოდ წამყვანი სახეებია. მათთან ერთად არხი დემონსტრატიულად დატოვა უამრავმა ადამიანმა, ვინც ეკრანზე არ ჩანს, უცნობია აუდიტორიისათვის, მაგრამ აგვირგვინებს გუნდის სახეს. მათ შორის არის ნინუცა კეკელია, როელიც რუსთავი2-ის ვებგვერდზე მუშაობდა.

ნიუსისთვის, შესაძლოა, ზედმეტი იყოს ციტირება მხატვრული ლიტერატურიდან, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ამ პროფესიულ ნიუანსს შეიძლება თვალი მოუხუჭო – დიახ, როგორც რაბინდრანათ თაგორი ამბობს, ბალახი არ ცდილობს ბანიანგის ხედ გადაიქცეს, რის წყალობითაც დედამიწა ყოველ გაზაფხულზე მომხიბლავი მწვანით იმოსება. დანარჩენზე კი ნინუცა კეკელიას მეუღლე, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს თავის ფეისბუქგვერდზე

,,შინ ყოფნის იშვიათ საღამოებზე განვიხილავდით, რაც ხდებოდა, მაგრამ არაფერი მირჩევია: ვიცოდი, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა – ეს პერსონალურად მისი გადასაწყვეტი იყო.
და აი, დადგა დღე, როცა ის ადგა, თავის მეგობრებთან ერთად შევიდა ახალ, “მერაშუაშივარ” დირექტორთან და დაახლოებით ასე უთხრა:
“რახან რუსთავი2-ის ვებგვერდზე ვმუშაობ, ეგ არ ნიშნავს, რომ მბეჭდავი ვარ და სულერთია ჩემთვის, ვის ჩართვას გავშიფრავ.
მთელი ოჯახი (აქ ჩვენი ტასიაც იგულისხმევა) საოკუპაციო ზოლზე ვდგავართ, იქ ბიჭები ღამეებს ათენებენ. 
ვიცი, მომიწევს წერა,, რომ მშვიდობით მოვიგებთ ომს და რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის.
ამაზე უარს ვამბობ და მივდივარ აქედან…”
და წამოვიდა.
ცოლის ქება აუგიაო, მაგრამ ეს ქება არ არის – ტასიას, ჩვენს პირმშოს შეენახება და ეცოდინება, რას ნიშნავს ღირსეულად წასვლა იქედან, სადაც რუსეთს მოინიშნავენ.
გმადლობ, ნინუცა კეკელია.
მიშა ბალიაშვილმა რომ იხუმრა, სამხედრო სალამიაო, წინასწარ ვიცოდი, რომ დაიმსახურებდი. ♥️
ყველაფერი კარგად იქნება!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ” – წერს ლაშა ბერულავა.

სიახლეები

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...