მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოცხადდა კონკურსი ზუგდიდის ქალაქმშენებლობითი გეგმების პროექტის შემუშავებაზე

გამოცხადდა კონკურსი ზუგდიდის ქალაქმშენებლობითი გეგმების პროექტის შემუშავებაზე

Published on

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდის ქალაქმშენებლობითი გეგმების პროექტის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა.

უწყების ინფორმაციით, ახალი გენგეგმა ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიულ ღირებულებასა და მნიშვნელობას და მეორე მხრივ, არ შეაფერხებს მის ბუნებრივ განვითარებას.

„ზუგდიდი დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქია. იგი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვისაც, რაც აჩენს ახალ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს, ააქტიურებს ეკონომიკურ საქმიანობებს და მშენებლობებს. ქალაქის ინფრასტრუქტურის ქაოტური, უსისტემო განვითარებისაგან დაცვის, ქალაქის მთავარი უბნებისა და ქუჩების არქიტექტურის და იერსახის გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის კომპლექსურად მოწესრიგების მიზნით, აუცილებელია შემუშავდეს ქალაქის ახალი ქალაქმშენებლობითი გეგმა.

ქალაქ ზუგდიდის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი 20 აგვისტოს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დასრულდება და დაიწყება შერჩევის პროცესი. შესამუშავებელი გენგეგმის ღირებულება 450 ათას ლარს შეადგენს.

გეგმების შემუშავება დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=315073&lang=ge “, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...