მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი2-ის სამეგრელოს ბიუროს კორესპონდენტმა ემა გოგოხიამ არხი დატოვა

რუსთავი2-ის სამეგრელოს ბიუროს კორესპონდენტმა ემა გოგოხიამ არხი დატოვა

Published on

ტელეკომპანია რუსთავი 2 დატოვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა ემა გოგოხიამ.

„იქ სადაც სამშობლოს ოკუპანტზე ოკუპანტს ვერ იტყვი ვერ გაჩერდები. მე ვარ ჩემი გუნდის გვერდით“ – აცხადებს ემა გოგოხია.

ცნობისათვის, სმაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, კურიერის ჟურნალისტემა მთელი შემადგენლობით დატოვეს.

მანამდე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, თოქშოუს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, აქცენტების წამყვანი ეკა კვეიტაძე, არხის პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი და არჩევანის წამყვანი გიორგი გაბუნია არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელევიზიიდან გაუშვა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, 21:00 საათიან კურიერში დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა ტელევიზიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს, რის შემდეგაც კურიერი ეთერში აღარ გასულა.

სიახლეები

„ვერ დავუშვებთ, ჩვენი გზა სხვების მსოფლმხედველობამ განსაზღვროს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის დაფინანსების გზების შესახებ...

მომავალი წლიდან შესაძლოა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფები გაიზარდოს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მომავალი წლიდან შესაძლოა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო...

ოცნებამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემა აკრძალა

17 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია,...

ევროკავშირის საბჭო- საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა

საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა - ამის შესახებ გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს...