მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეს უკვე ფსკერია''. - ნიკა გვარამია გუშინ გავრცელებული ჩანაწერების შესახებ ბრიფინგზე...

,,ეს უკვე ფსკერია”. – ნიკა გვარამია გუშინ გავრცელებული ჩანაწერების შესახებ ბრიფინგზე ილაპარაკებს

Published on

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. პრესკონფერენცია სამაუწყებლო კომპანიის ოფისში გაიმართება. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ფარული თვალთვალის ახალ ფაქტებზე ისაუბრებს, კერძოდ ბოლო ორი კვირის მანძილზე  youtube-ზე გავრცელებული აუდიო ჩანაწერებზე, რომელთაგან ერთერთი  სავარაუდოდ წარმოადგენს , ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის , ხოლო უფრო ადრინდელი – ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერს. 
 
ბოლო აუდიოჩანაწერის მიხედვით, ნიკა ფვარამია და მამუკა ახვლედიანი  საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ,  „სრული კოლაფსია, არ ყოფნის ხალხი, რომ საქმე, თითო კოლეგია შედგეს… ასეთი განუკითხაობა არასოდეს არ ყოფილა სასამართლოში… ისე ვარ ნიკა, რომ მართლა აღარ მინდა უკვე. მართლა რამე რომ მქონდეს, სადღაც რაღაცა გამაკეთებინა, რომ თავს ვუშველო, რომ იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ წავალ იქედან ოჯახი მშიერი არ იქნება“, – ამბობს მამუკა ახვლედიანი, რაზეც ნიკა გვარამია პასუხობს: “რა უნდა კაცო მაგის იმედს, ეს არ არის რთული“.
 
ნიკა გვარამია თავის ფეისბუქის საკუტთარ გვერდზე ასე ეხმაურება აღნიშნულ ჩანაწერს:  ”ეს ფსკერია უკვე, ძვირფასო მეგობრებო. მთავარია დადონ რამე, სადაც ჩემი ხმა ისმის, და უკვე შინაარს აღარც უსმენენ. ამას ჰქვია ფარული ჩანაწერებით თვითდაზიანება. პ.ს. მე რომ პირადი ცხოვრება აღარა მაქვს ამ ქვეყანაში, ეგ უკვე არახალია”,.
 

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...