საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო „როსპოტრებნადზორის“ განცხადების საპასუხოდ განმარტავს, რომ შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხს მკაცრად აკონტროლებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა და როგორც სახელმწიფო, ასევე მეწარმეები და ექსპორტიორები მაქსიმალურად დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით."РИА «Новости»-ის ინფორმაციით, „როსპოტრებნადზორმა" განაცხადა, რომ ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ ღვინის წარმოების ტექნოლოგიას და ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები გამოშვებულ პროდუქციას უხარისხოდ ამოწმებენ."მოწოდებული პროდუქიის ხარისხისა და უსაფრთხოების ანალიზი წარმოების ტექნოლოგიის სისტემატურ დარღვევას და კონტროლის არასაკმარის დონეს ადასტურებს, როგორც მწარმოებელი მხარის მიერ, ისე ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან", – აცხადებს „როსპოტრებნადზორის" პრესსამსახური. უწყების ცნობით, 2015 წელს გამოავლინეს შპს "აგორასა" და "კოლხიდას" ალკოჰოლური პროდუქციის 10 პარტია, რომლებიც არ პასუხობდა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს და შესაბამისად ეს ღვინო არ შეუშვეს რუსეთში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში მითითებული პროდუქცის კონკრეტული შემთხვევით და დაიწყეს საკითხის შესწავლა.
თბილისის პასუხი „როსპოტრებნადზორს”: ქართული ღვინის ხარისხს მკაცრად ვაკონტროლებთ
Published on