მთავარისიახლეებიეკონომიკატროლები პენსიებს იპარავენ - საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კიბერ-თაღლითებმა ყალბი ვებ-გვერდები...

ტროლები პენსიებს იპარავენ – საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კიბერ-თაღლითებმა ყალბი ვებ-გვერდები შექმნეს

Published on

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, კიბერ-თაღლითებმა ყალბი ვებ-გვერდები შექმნეს, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

“ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყენებენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება.

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი“, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

ბოლო სამ თვეში Facebook-ზე რამდენჯერმე გამოჩნდა ყალბი, დაპონსორებული გვერდი, რომელიც მომხმარებელს საპენსიო დანაზოგის გაგებას სთავაზობს. გვერდზე მოქალაქეებს ვერიფიკაციისთვის საბანკო მონაცემებს სთხოვენ.

“თქვენს ბარათზე დაიბლოკება 0.01 თეთრი 24 საათით. თანხა შემდეგ უკან დაგიბრუნდებათ” – წერია თაღლითურ გვერდზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად იმატა შემთხვევებმა, როდესაც მოქალაქეებს ბარათიდან თანხა ჩამოჭრილი ხვდებათ. მიზეზი, უმეტესად, სწორედ “ინტერნეტფიშინგია”.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...