მთავარიUncategorized,,საგზაო კომპანიამ ნოსირის გზაზე ავარიის შემდეგ ღამის საათებში, განაგრძო მუშაობა... დიდი ალბათობით,...

,,საგზაო კომპანიამ ნოსირის გზაზე ავარიის შემდეგ ღამის საათებში, განაგრძო მუშაობა… დიდი ალბათობით, რაღაც კვალის დაფარვას ცდილობენ”

Published on

,,მას შემდეგ, რაც სენაკში, გაუმართავი გზის მშენებლობის გამო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში 2 ახალგაზრდა ცოცხლად დაიწვა, იმ საგზაო კომპანიამ, რომელსაც აღნიშნულ მონაკვეთზე აყრილი გზა 4 დღის განმავლობაში შესაბამისი საგზაო ნიშნების გარეშე უპატრონოდ ჰქონდა მიტოვებული, ღამის საათებში, სიბნელეში განაგრძო მუშაობა… დიდი ალბათობით, რაღაც კვალის დაფარვას ცდილობენ ამ სიბნელეში.
შეკითხვებით მისულ ადგილობრივ მოსახლეობას, კომპანიის თანამშრომლებმა ფიზიკური დაპირისპირებით და გინებით უპასუხეს.
ასეთი უპატრონობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე!” – წერს ფეისბუქზე ჟურნალისტი კახაბერ ადამია.

სა­ზა­რელ ავა­რი­ას მსახიობი ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი შე­ეს­წრო, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ “ფე­ის­ბუქ­ზე” წერს და ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­საც აქ­ვეყ­ნებს”

” ეს ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა გზის სა­ფა­რის და­უს­რუ­ლე­ბელ­მა სა­მუ­შა­ო­ებ­მა და გულ­გრი­ლო­ბით მიდ­გო­მამ გა­მო­იწ­ვია . იმ­დე­ნად ფე­ხებ­ზე ეკი­დათ ეს გზის სა­რე­მონ­ტო პრო­ცე­დუ­რა, რომ არ­ცერ­თი საგ­ზაო ნი­შა­ნი არ იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი “შე­ა­ნა­ლე სვლა” ან სხვა მსგავ­სი სიჩ­ქრის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნით. მთა­ვარ მა­გის­ტრალ­ზე 100 მეტ­რა ას­ფალ­ტის ფე­ნას ნა­ხევ­რად რომ იღებ და საგ­ზაო ნი­შანს არ დებ, შე­დე­გიც სა­ხე­ზე­აე ხლა იცო­ცხლე ყო­ველ 5 მეტრში და­ა­ყე­ნე­ბენ” – წერს ნატ­როშ­ვი­ლი.

შეგახსენებთ, სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ნო­სირ­თან მოხდარავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 21 წლის შოთა მა­ჩი­ტი­ძე და 25 წლის ვა­ლე­რი თუ­ში­აშ­ვი­ლი არი­ან. მათი ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ შოთა მა­ჩი­ტი­ძე და ვა­ლე­რი თუ­ში­აშ­ვი­ლი სამი თვით ქო­ბუ­ლეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...