მთავარისიახლეებიპოლიტიკამაჩალიკაშვილების ოჯახი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერებს ზუგდიდში შეაგროვებენ

მაჩალიკაშვილების ოჯახი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერებს ზუგდიდში შეაგროვებენ

Published on

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა, მათი შვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, რეგიონებში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

18 აგვისტოს 11 საათზე ზუგდიდში მაჩალიკაშვილების ოჯახი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას იუსტიციის სახლის მიმდებარედ დაიწყებენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში დადგენილების პროექტი 2018 წლის ბოლოს შეიტანეს. იგივე მოთხოვნით პარლამენტში შევიდა პეტიციაც, რომელსაც 2000 ადამიანი აწერს ხელს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლანს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

სიახლეები

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...

გიორგი ჭიღლაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა

18 ივლისს თელავში ქორწილში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5...

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...