მთავარისიახლეებისაზოგადოებატელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა - არხის 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა

ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა – არხის 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა

Published on

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დაფუძნების შესახებ ინფორმაციას “რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.  ის წერს, რომ  ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი თავადაა. 

გვარამია რეესტრიდან ამონაწერსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ არხის 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამია, ხოლო 49%-ის მფლობელი კახაბერ ნიჟარაძე იქნება. ამონაწერის მიხედვით, ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობაზე დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი არიან. ხოლო ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე. 

“მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი. 

წილების ეს კომპოზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ,”-წერს გვარამია. 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...