მთავარისიახლეებიეკონომიკაროგორ ირჩინოს თავი უმუშევარმა ხალხმა? - ივლისი. სტატისტიკის ეროვნული...

როგორ ირჩინოს თავი უმუშევარმა ხალხმა? – ივლისი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემები

Published on

 37  0  0G+ 0  

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187.2 ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 90 თეთრით ნაკლებია.

საქსტატის შეფასებით, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 265.2 ლარს შეადგენს, სამსულიანის კი 298.4-ს. შემცირებულია ოთხ და ხუთსულიანი ოჯახების საარსებო მინიმუმის მაჩვენებელიც – შესაბამისად, 331.5 და 373 ლარამდე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

“2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.”

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...