მთავარისიახლეებიპოლიტიკაანაკლია ივანიშვილს რუსებისათვის უნდა, რატომ მოუწყობენ მას პორტს კონტი და სხვა...

ანაკლია ივანიშვილს რუსებისათვის უნდა, რატომ მოუწყობენ მას პორტს კონტი და სხვა დასავლელი ინვესტორები?

Published on

„ანაკლიის პროექტი დასავლელი ინვესტორების მონაწილეობით არ აწყობდა ბიძინა ივანიშვილს,“ – ასე გამოეხმაურა   “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, უცხოელი ინვესტორის მიერ ანაკლიის კონსორციუმის დატოვების ფაქტს. რომან გოცირიძის  განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში უცხოელ ინვესტორებს მონაწილეობა არ მიეღოთ. ამის მიზეზად კი, ოპოზიციის წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილის ინტერესს ასახელებს, რომელსაც მისი აზრით, ამ პროექტში რუსეთის ჩართულობა სურს.

ანაკლიის დასამარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მათ შორის, თიბისი ბანკის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, მამუკა ხაზარაძის და ზურაბ ჯაფარიძის ფაქტობრივი შინა პატიმრობა და ასევე, ყველა ის განცხადებები, რაც კეთდებოდა ხელისუფლების მხრიდან, ეს ნიშნავდა, რომ ანაკლიის პროექტი დასავლელი ინვესტორების მონაწილეობით არ აწყობდა ბიძინა ივანიშვილს. ეს პროექტი მას უნდა რუსებისათვის,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ანაკლიის კონსორციუმი ამერიკელმა ინვესტორებმა დატოვეს. „კონტი ჯგუფი“  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქციონერი იყო, რომელიც ანაკლიის კონსორციუმის აქციების 42% ფლობდა. ამის მიზეზად კი ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები დასახელდა.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...