მთავარისიახლეებითვალსაზრისიივანიშვილის ცუდად შენიღბული შიშის მიზეზი და სააკაშვილის დაპირება, რომ პატიოსანი თამაშის...

ივანიშვილის ცუდად შენიღბული შიშის მიზეზი და სააკაშვილის დაპირება, რომ პატიოსანი თამაშის წესები აღდგება საქართველოში

Published on

ბიძინა ივანიშვილი მიხილ სააკაშვილის დაპატიმრებით იმუქრება – გორში, შიდა ქართლის რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას  მან განაცხადა, რომ მზადა აქვს საკანი  საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის. ივანიშვილის ეს და მსგავსი მუქარები დღეს უხვად იყო გაჯერებული ახალი ანეგდოტებითა და ,,მარგალიტებით'', რითაც საზოგადოების ნაწილი ხალისობს, ნაწილი მათში ჩაშიფრულ  ღრმა აზრებს ეძებს, ნაწილი კი მერამდენედ უსვამს თავს კითხვას,  სად გადის ზღვარი კომიკურსა და სერიოზულ პოლიტიკას შორის, რომელზედაც ბალანსირება სულ უფრო ძნელია.   დღევანდელ და წინა შეხვედრებზე კომიკური ფორმით გაცემული დირექტივები ჟანრის ჩარჩოებშივე დარჩებოდა, რომ არა   მმართველის პარტიის რეალური ქმედებები და არანჟირებული და ანგაჟირებული განცხადებები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ,  რაც არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ მრავლდება   და  ქვეყნის უსაფრთხოებისათვის  სახიფათო თამაშებში გადადის,  იქნება ეს ფსიქოლოგიური ფონის შექმნა არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის  ( საუბარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარგინალიზაციაზე სხვა არაფერია) თუ იარაღის სამალავების ძებნა , რაც შესაძლოა  სამხედრო საიდუმლოებების გასაჯაროებას უფრო ისახავდეს მიზნად,  ვიდრე მოსახლეობის დაშინებას ,,ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მომდინარე დესტაბილიზაციით''.

“საზოგადოება თუ მათ გამონათქვამებს უყურებს და ეს ბელადი უკრაინიდან, გაქცევაში მყოფი ყვარყვარე რომ იქიდან იმოძღვრება და რას იძახის – "წარღვნა" სიტყვას ხმარობს, რაღაც გვირაბებს უთხრის მისი მეუღლე მასვე. სხვათაშორის, ჩვენც არც ისე შორს ვართ უკვე ევროპისგან ამ მხრივ, სასჯელაღსრულების სამინისტროს მოვიყვან მხედველობაში, რომ ჯურღმულსა და გვირაბში არ ვაცხოვრებთ ჩვენ მის მეუღლეს. კარგი გამართული საკნები გვაქვს, კიდევ ააშენა თავის დროზე, როცა სოზარ სუბარი იყო მინისტრი და მას ძალიან კარგი საკანი ელოდება და სხვათაშორის, მე მგონი, რომ ამ არჩევნების შემდგომ, მაგას წასასვლელი უკრაინაშიც… აღარ მინდა მაგაზე ანალიზი. ცუდ დღეში არიან პრინციპში, მათ იციან რეიტინგები, იციან რეალობა, რაც ხდება. ”, არავის მაგი არ აინტერესებს, მაგათ მეტს, რომ როგორმე თანამოაზრეები… საოცრებაა, რომ საქართველოში დაახლოებით 200 000 ადამიანი, მე ახლა ბოლო კვლევა არ ვიცი, უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს კიდევ კვლევები, შიდა კლევებით, სხვათაშორის, უტყდებათ მაგათ, სოლიდური რაც ჰყავდათ მხარდამჭერები, დაიწყო ქვემოთ ჩამოსვლა. 200 000 შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ 150 000-იც ბევრია. არა, რას ელოდებიან, რა უნდათ ამ ხალხისგან, ზოგჯერ მაოცებს, აგიტაციის მსხვერპლნი არიან ალბათ ძირითადად. ” – განაცხადა დღეს  ივანიშვილმა, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა მწყობრი საუბრის სტილით, მაგრამ აღელვებულ მდგომარეობაში მინიმუმ ერთი თარჯიმანი მაინც სჭირდება.   
ივანიშვილის მღელვარების მიზეზს მარტივი და გასაგები ენით ხსნის  საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე  
“დღეს ის, რისიც ივანიშვილს ისტერიულად ეშინია,  არის ჩემი ჩამოსვლა საქართველოში. ივანიშვილს ჩვენ აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ის, რისიც მას ყველაზე მეტად ეშინია. რანაირად შეიძლება პატიოსან არჩევნებზე ლაპარაკი, როდესაც ივანიშვილი დადის მთელ საქართველოში ხვდება ყველგან ხალხს და მე ჩამიკეტა გზა ჩემს ქვეყანაში. ეს ასეთი რაღაცაა: მსაჯი რომ ერთი გუნდის რამდენიმე თავდამსხმელს მოედნიდან გააძევებს, მაგრამ მოულოდნელად , ამ რამდენიმე ფეხბურთელის ამარა დარჩენილი გუნდი  მატჩის მოგებას  იწყებს…  მსაჯს, რომელიც რეალურად მსაჯი არ არის და ამ მეორე გუნდის მფლობელი და არაფორმალური მმართველია, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ეშინია,  გუნდის კაპიტნის მოედანზე დაბრუნების. მე ვფიქრობ,  ჩვენ ამ მატჩს ყველა შემთხვევაში მოვიგებთ, პატიოსანი თამაშის წესები აღდგება საქართველოში, მაყურებლები იხილავენ ძალიან ლამაზ დასასრულს თამაშისა და გამარჯვება დარჩება საქართველოს. 5-0-ს მოვიგებთ. 41-იანი ანგარიშები საქართველოში აღარ იქნება.''
 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...