მთავარისიახლეებისაზოგადოებააქტივისტის თქმით, მერიამ მისი განცხადება იმ სამსახურს გდააწერა, ვისთანაც აქტივისტს პრეტენზიები აქვს

აქტივისტის თქმით, მერიამ მისი განცხადება იმ სამსახურს გდააწერა, ვისთანაც აქტივისტს პრეტენზიები აქვს

Published on

აქტივისტი  მარიამ სიჭინავა სასაცილოს უწოდებს შემთხვევას, როცა მერიაში შეტანილი მისი განცხადება სწორედ იმ პირს დააწერეს, ვინც ის რამდენიმე დღის წინ  სტენსილის „გახარია წადის“ გაკეთების გამო დააჯარიმა.


„განცხადება, რომელიც წინა კვირას დავტოვე მერიაში, სადაც ვწერდი, რომ მერიის თანამშრომლებმა, სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად 150-ე მუხლი დაარღვიეს ადმინისტრაციული კანონის, განსახილველად გადააწერეს იმ ადამიანს, ვინც ოქმი გამომიწერა და ვის დაჯარიმებასაც ვითხოვ. ანუ, პოტენციურმა დამნაშავემ უნდა გადაწყვიტოს დაარღვია თუ არა კანონი და ,თავი დაიჯარიმოს“, – წერს მარიამ სიჭინავა.

“გახარია წადი” სტენსილის დახატვისთვის დაჯარიმებულმა მარიამ სიჭინავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება 8 აგვისტოს შეიტანა. სიჭინავა ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ზუსტად ის მუხლი დაარღვიეს, რითაც მას აქვს ბრალი წაყენებული.

 სიჭინავას ადმინიდსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ითვალისწინებს 500 ლარიან ჯარიმას.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...