მთავარისიახლეებიპოლიტიკა"იგეგმება გაკოტრების საქმის დაწყება...ხელისუფლება მაინც შარშია"-სულხან სალაძე

“იგეგმება გაკოტრების საქმის დაწყება…ხელისუფლება მაინც შარშია”-სულხან სალაძე

Published on

„ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე რუსთავი 2-ის გაყიდვასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურება. სულხან სალაძემ განცხადება, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სალაძე ეჭვობს, რომ 70 მილიონიანი დავალიანების მქონე ტელევიზიას არავინ იყიდის და ამის შემდეგ გაკოტრების პროცესი დაიწყება.

მისივე თქმით, ეს პროცესი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა და ახლა მისი ფორმალური გაფორმება ხდება. 

“70,000,000 მილიონის დავალიანების მქონე კომპანიის ერთ კვირაში გამჭვირვალედ გაყიდვა და რეალური მყიდველის პოვნის ვინმეს გჯერათ? ბევრი ფული რომ გქონდეთ და გარიგებას როგორც ბიზნესის ნაწილს ისე უყურებდეთ, ერთ კვირაში იყიდდით კომპანიას ამხელა ვალით? ალბათ არა, ცხადია თუ სხვა მიზეზი და მიზნები არ გაქვთ საამისოდ. ვფიქრობ, უფრო რეალურია, რომ ეს პროცესი დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი და ახლა მხოლოდ ფორმალურად გაფორმებაა საჭირო. 

როგორც ჩანს “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად, გაყიდვა ყველაზე მარტივი გზაა. იმ შემთხვევაში, თუ არ გაიყიდება, მაშინ შეიძლება ალტერნატიული გეგმის – გაკოტრების საქმის დაწყება. 

და ბოლოს, როგორც არ უნდა დასრულდეს არხის ყიდვა-გაყიდვა, ხელისუფლება მაინც შარშია. შარშია იმიტომ, რომ პროკურატურა 2012 წლის დეკემბრიდან იძიებს აქიმიძე-დვალის საჩივრის საფუძველზე – “რუსთავი 2″-ის საქმეს და ლოგიკურ დასასრულამდე არაფრის დიდებით არ მიჰყავს,”-წერს სალაძე.  

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...