მთავარისიახლეებისაზოგადოება"არ დავემორჩილები,დავარღვევ ყველაფერს, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ"- ნიკა გვარამია

“არ დავემორჩილები,დავარღვევ ყველაფერს, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ”- ნიკა გვარამია

Published on

ან პატიმრობა, ან თავისუფლება – ნიკა გვარამია ამბობს, რომ ის არ გადაიხდის არც გირაოს და დაარღვევს ყველა სხვა ალტერნატიულ აღკვეთის ღონისძიებას, ასეთის შეფარდების შემთხვევაში.

​მისი თქმით, კორუფცია არის ის წითელი ხაზი, რომლის დარღვევასაც ის არავის აპატიებს. გვარამია ამბობს, რომ ის გააკეთებს ყველაფერს, რათა უზურპატორი წავიდეს ქვეყნიდან. გვარამია აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მტერი იქნება და მის კაპიტულაციას თავად ჩაიბარებს. 

„ხვალ, როდესაც შეხვალთ სასამართლოში, გაქვთ ორი არჩევანი ან ჩემი თავისუფლება ან ჩემი პატიმრობა. არ მოგცემთ შესაძლებლობას, არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. არ გადავიხდი არანაირ გირაოს, მაღალს უბრალოდ – ვერ და დაბალს – არ! არანირი შინა პატიმრობა, პირდაპირ გიცხადებთ, ყველა თქვენს აღკვეთის ღონისძიებაზე გეუბნებით, არ დავემორჩილები,დავარღვევ ყველაფერს, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი. ან პატიმრობა, ან თავისუფლება სხვა არჩევანს არ გაძლევთ!“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, არჩევნები რუსეთშიც ტარდება და საქართველოში სწორედ რუსული ტიპის დიქტატურა დამყარდა.

“ეს არ არის ჩემი არჩევანი ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი დღევანდელი ბრიფინგით მან მე შემომითვალა, რომ მე ვარ მისი მთავარი მოწინააღმდეგე. ვიღებ ამ გამოწვევას, მე წავალ პოლიტიკაში. წავალ ყველა საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს,”-ამბობს ნიკა გვარამია.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...