მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმოსახლეობას გეგუთიანთკარში საკუთარ მიწის ნაკვეთებთან მიახლოების უფლება არ აქვთ

მოსახლეობას გეგუთიანთკარში საკუთარ მიწის ნაკვეთებთან მიახლოების უფლება არ აქვთ

Published on

გუგუთიანკარში პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას ჟურნალისტებთან საუბარს უკრძალავს. გუგუთიანთკარის პერიმეტრს, რომელსაც ისევ რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ, მოსახლეობას გადაადგილება 6 აგვისტოს შემდეგ არ შეუძლიათ.

მოსახლეობის თქმით, სამართალდამცავებმა მათ რუსი ოკუპანტების მიერ დაწყებულ სამუშაოებზე საუბარი აუკრძალეს და არანაირი ახსნა-განმარტება არ გააკეთეს. ადგილობრივების განცხადებით, სამართალდამცავები მათ ეუბნებიან, რომ მცოცავ ოკუპაციაზე ჟურნალისტებთან საუბარი არ შეიძლება.

მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლას ამჟამად ვერ ახერხებენ, 7 აგვისტომდე კი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. მოსახლეობას საკუთარ მიწის ნაკვეთებთან მიახლოების უფლება არ აქვთ.

„100 მეტრზე ქვევითაა, უნდა გადმოწიონ და რა იქნება დანარჩენი არ ვიცი. სამუშაოები 7 აგვისტოს დაიყო… რა უნდა გავაკეთო, არაფერი, როგორ გადაწყვეტენ თვითონ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის უფროსები, ასე იქნება, დანარჩენი არ ვიცით ჩვენ,“ – ამბობს ადგილობრივი.

რუსი სამხედროების მიერ უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება – გუგუთიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის შემდეგ, ადგილობრივები უკვე მავთულხლართების გავლებას ელოდებიან. ადგილზე მონიტორინგის მიზნით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები პატრულირებენ. ტერიტორიაზე არიან პოლიციის თანამშრომლებიც.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...