მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგუგუთიანთკარში რუსი სამხედროების მიერ უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება

გუგუთიანთკარში რუსი სამხედროების მიერ უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება

Published on

რუსი სამხედროების მიერ უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება – გუგუთიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის შემდეგ, ადგილობრივები უკვე მავთულხლართების გავლებას ელოდებიან. ადგილზე მონიტორინგის მიზნით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები პატრულირებენ. ტერიტორიაზე არიან პოლიციის თანამშრომლებიც.

„ბევრი ადამიანი შეგვეხმიანა, ისინი მოდიან, მათ შორის, დასავლეთიდან, სხვა და სხვა რეგიონებიდან საქართველოსი იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად დადგნენ აქ და შეაჩერონ ის უკანონო ბორდერიზაცია, რომელიც დაიწყო რამდენიმე დღის წინ. გუშინ იყო ზენიტი, როდესაც ადგილობრივი მოსახლის ეზოში გაავლეს ბოძები და ამ ბოძების გავლების პროცესი არ შეჩერდა, ჩვენ აქ მივიღებთ მორიგ მავთულხლართებს, მივიღებთ მორიგ ღობეს, ისევე, როგორც ერგნეთში და სხვა სოფლებში,“- განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენელმა, ლაშა ბერულავამ.  

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი გუშინ განახლდა.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...