მთავარისიახლეებისაზოგადოება2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ

Published on

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით 2020 წლიდან აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში და ასევე მესამე გამოცდას, რომელიც დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას –  ისტორიას, ან მათემატიკას ჩააბარებენ.

გარდა ამისა, უმაღლესი სასწავლებლები, სურვილის შემთხვევაში, მეოთხე  გამოცდას შემდეგი  საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე  სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

1. ქართული ენა და ლიტერატურა
2. უცხოური ენა
3. ბიოლოგია
4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა – რომელთაგანაც აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს. მეოთხე საგნისთვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30 პროცენტისა.

2019 წლის ჩათვლით, შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას და შემოქმედებით ტურს აბარებდნენ, 2020 წლიდან კი სახელოვნებო-შემოქმედბით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა სავალდებულოა ჩააბაროს: 1. ქართული ენა და ლიტერატურა. 2. უცხოური ენა.

აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტების ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება.

სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება. სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდება, თუ რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.

სიახლეები

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში 200-მდე ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი - 5, -...

ვინ რამდენი დღით დააპატიმრეს ბოლო პერიოდში დაკავებული აქტივისტებიდან – სია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეებში დაკავებული მოქალაქეების ნაწილის პროცესები გაიმართა. აქციის მონაწილეები...

გაერომ სირიის პრეზიდენტს სანქციები მოუხსნა

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას და შინაგან საქმეთა მინისტრს, ანას ხატაბს, სანქციები მოუხსნა....