მთავარისიახლეებიეკონომიკაშეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

Published on

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს  შეხვედრა  მესამე სექტორის წარმომადეგენლებთან ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთანდაკავშირებით.

მათ მიეწოდებათ ინფორმაცია პრეზიდენტის პოზიციისა და შენიშვნების შესახებ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი კანონპროექტის გარშემო.  იგეგმება ალტერნატიული პროექტის წარდგენაც.

როგორც ცნობილია, მოსალოდნელ ვეტოს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას დააკანონებს,  რაც როგორც ევროკავშირის, ისე ავტორიტეტული  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდანშეფასებულია როგორც საზიანო ნაბიჯი ეროვნული ბანკისა და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსური  პოლიტიკისთვის, საპარლამენტო უმრავლესობისა და ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის წევრების მწვავე რეაქცია მოჰყვა..

პრემიერის თქმით,  "კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხეს ხელოვნურად ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი შეუერთდა მათ ამ ასე ვთქვათ, აჟიოტაჟს და ჟრიამულს. ეს არის ხელოვნურად აგორებული რაღაც კამპანია, რომელიც რა თქმა უნდა აზიანებს ბიზნეს გარემოს საქართველოში. ამ ადამიანებს არ ესმით რა არის სახელმწიფო და მისი ინტერესები. ასევე არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე."

თუმცა, სურს თუ არა ეს პრემიერს, პრეზიდენტის ვეტო, ექსპერტთა აზრით, გარდუვალია და აუცილებელი თუნდაც ქვეყნის პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ვეტოს დაძლევა, ისევე როგორც წინამორბედ შემთხვევებში, ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველის ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობისა და მთავრობისათვის არ იქნება რთული.  

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...