მთავარისიახლეებისაზოგადოებალეხზირის ხეობაში სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს - მესტიის მერია

ლეხზირის ხეობაში სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს – მესტიის მერია

Published on

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სვანეთში, ლეხზირის ხეობაში პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს.გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგებმა, გეოლოგებმა და გლაციოლოგებმა ვერტმფრენით დაათვალიერეს და გაეცნენ ლეხზირის ხეობაში არსებულ ვითარებას. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები. პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს. ამ დროისთვის ხეობაში რჩება გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას.ამასთან, სტიქიის ზონაში იმყოფებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი , საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც სს “სვანეთი ჰიდროს” წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობიან ლეხზირის ხეობაში 25 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგებს.

სტიქიის ზონაში დილიდან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...