მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიდევ ერთხელ ,,პაგონებიანი ეკას,'' ,,საზოგადოების გამრყვნელი'' მესამე სექტორისა და ივანიშვილის სხვა...

კიდევ ერთხელ ,,პაგონებიანი ეკას,” ,,საზოგადოების გამრყვნელი” მესამე სექტორისა და ივანიშვილის სხვა ბრალდებების შესახებ

Published on

არაეთიკური, დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული კრიტიკა –  ასე აფასებს კრიტიკის ადრესატი – მესამ სექტორი ბიძინა ივანიშვილის   დამოკიდებულებას  განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომელიც მან კახეთის რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრისას გამოხატა.   
,,მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის და ისეთ ნიშას იკავებენ, რომ ისეთი აგრესიული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც არ არიან, ძალიან ხშირად. ალბათ, „პაგონებიანმა“ გიგაურმა თქვა. იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო „პაგონები“ მაგ დროს – მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 
“არც „პაგონი“ მიმიღია და არც რაიმე პრემია – პასუხობს ეკა გიგაური ბიძინა ივანიშვილს –  26 მაისის აქციის პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ ვმუშაობდი. შესაბამისად, აქციის შემდგომ ვეძებდით აქციის მონაწილეებს პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში, ამისთვის არც „პაგონი“ მიმიღია და არც რაიმე პრემია. ვფიქრობ, რომ აქ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ცდილობს, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს იმ ადამიანებისა და იმ ორგანიზაციის, რომლებსაც მათგან განსხვავებული აზრი გააჩნიათ. ეს ყველაფერი რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდება, ეს არის დიდი პრობლემა. არაეთიკურად საუბარი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან ძალიან ცუდია“, – ამის შესახებ   ეკა გიგაურმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა
 
,,წინასაარჩევნო პერიოდში მმართველმა გუნდმა არასწორი მიდგომა შეარჩია განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისა და ორგანიზაციების მიმართ – აცხადებს  ”სამართლიანი არჩევნების” წევრი ნინო ლომჯარია –  ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად პოლიტიკური პარტიები და მათ შორის, როგორც ჩანს, ”ქართული ოცნება”, მათი მხარდამჭერები და რეალური ლიდერები ირჩევენ ასეთი ტიპის რიტორიკას განსხვავებული აზრის მიმართ. ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაუსაბუთებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ეკა გიგაურის დაკავშირებაზე 26 მაისის აქციის დარბევასთან მაშინ, როდესაც უკვე 4 წლის წამოსული იყო სახელმწიფო სამსახურიდან, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში ყოფნა, თუნდაც ”პაგონების” მიღება, როდესაც შენ ემსახურები შენს ქვეყანას და შენი ქვეყნის განვითარებას, არამგონია იყოს დამაკნინებელი ან შეურაცხმყოფელი. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ ეს არის პატივი. თუკი ვინმეს მიმართ არსებობს კითხვის ნიშნები, თუნდაც მათი წარსული საქმიანობის მიმართ, მათი წარსული პოზიციების მიმართ, უმჯობესი იქნება ვისაუბროთ ფაქტებით, ვისაუბროთ არგუმენტებით და არა დაუსაბუთებელი ჭორებით და ინფორმაციებით. ჩვენ, არასამთავრობო სექტორი მზად ვართ, გვქონდეს ნერბისმიერ თემაზე დისკუსია მათთან და ვისაუბროთ არგუმენტირებულად, ვისაუბროთ ფაქტებით და არა ასეთი არაეთიკური გამონათქვამებითა და შეფასებებით”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 
 
 

სიახლეები

სეს-ი: მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი ევროპარლამენტის შენობაზე

ბელგია, ბრიუსელი - სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატების, მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი...

ზვიად ცეცხლაძის ოჯახი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ შეიტანონ...

არქიმანდრიტი ილია თოლორაია 5 ნოემბერს საპატრიარქოში დაიბარეს

არქიმანდრიტი ილია თოლორაია ამბობს, რომ 5 ნოემბერს, 13:00 საათზე, საპატრიარქოშია დაბარებული. თოლორაიას თქმით, ის...