მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტთან განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშილი დაიკითხა

პარლამენტთან განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშილი დაიკითხა

Published on

თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენეთან დაკავშირებით დაიბარეს.  მან უარი თქვა შსს-ში გამოკითხვაზე და დღეს ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცა. ოქრუაშვილი  საქალაქო სასამართლოში, მოწმის სტატუსით დაიკითხა.

 თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იმ კითხვებზე ისაუბრა, რომელიც მას დაკითხვის პროცესში დაუსვეს. ოქრუაშვილის თქმით, ის კარგ განწყობაზე იმყოფებოდა და კითხვებსაც ნახევრად ხუმრობით პასუხობდა.

„საკმაოდ კარგ, სახუმარო ხასიათზე ვიყავი და შესაბამისად, კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით ვაპირებდი, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და სამი თვის განმავლობაში, სანამ პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამ მიზნით ვაპირებდი. მათ მითხრეს, რომ რატომ ვაპირებდი წინიდან და მე ვუთხარი, რომ წინიდან იმიტომ ვაპირებდი, რომ მეგონა, რომ ბუღალტერია წინიდან იყო. მერე მითხრეს პოლიციელებმა, რომ არა, გვერდიდან არისო და ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო,“- განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის თქმით, ერთადერთი აზრიანი შეკითხვა, რომელიც მას  დაუსვეს, ეხებოდა იმას, თუ რას მოიმოქმედებდა თუკი ხალხი პარლამენტის შენობაში შესვლას მოახერხებდა, რაზეც მან ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა.

„ერთადერთი აზრიანი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რას მოვიმოქმედებდი, თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა. ძალიან მარტივი პასუხია, ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის გართულება უფრო მეტი არ მომხდარიყო. შემდეგი მეტნაკლებად იურიდიული, აზრიანი კითხვა იყო ის, რომ იცით თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება. რაიმე სახის მოლაპარაკებები, ან კონსულტაციები, პოლიტიკური მოთხოვნები შეჯერებასთან დაკავშირებით იყო თუ არა, ბუნებრივია, ვუპასუხე, რომ იყო და ერთად შევჯერდით ყველაფერზე. სამი მაღალჩინოსნის გადადგომა იყო ერთად შეჯერებული პოლიტიკოსებს შორის, მეტი განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა,“- განაცხადა ოქრუაშვილმა.

სიახლეები

ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს – მდინარაძე ფიშერზე

ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე ამბობს, რომ იგი "შეურაცხყოფას აყენებს...

ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა...

“შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება

ოცნების მიერ "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს" უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა. რუსთავი 2-თან...

როგორი ამინდი იქნება 2-4 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხალმოკლე...