მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული სამხედრო ავიაციის 24-ე წლის იუბილე აღინიშნა

ქართული სამხედრო ავიაციის 24-ე წლის იუბილე აღინიშნა

Published on

ალექსეევკის შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე ქართული სამხედრო ავიაციის 24-ე წლის იუბილე აღინიშნა. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას სამხედრო ავიაციის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა მიულოცეს.საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
 
 

სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....

უილსონი-ქართული ოცნება მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, 21 მაისს სიტყვით გამოვიდა ჰადსონის ინსტიტუტში საქართველოს შესახებ გამართულ...

საია-ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია

საია 2026 წლის 21 მაისს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება...