მთავარისაინფორმაციო გვერდებილუსტრაციაფოთის ,,კოლხეთმა'' დავალიანება დათქმულ დროს ვერ გადაიხადა და...

ფოთის ,,კოლხეთმა” დავალიანება დათქმულ დროს ვერ გადაიხადა და დიდი ალბათობით, 6 ქულა მოაკლდება

Published on

საფეხბურთო კლუბ ფოთის ,,კოლხეთი 1913“-ს გუშინ დღის ბოლომდე უნდა დაეფარა გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება, საუბარია 45 ათას ლარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სპორტულ-ტექნიკური კომისია აამოქმედებდა სანქციას და გუნდს ექვსი ქულა დააკლდებოდა.

გუნდმა დავალიანება დათქმულ დროს ვერ გადაიხადა და დიდი ალბათობით, ფოთის ,,კოლხეთი 1913“-ს 6 ქულა მოაკლდება, რაც ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადასაწყვეტია

გუშინ ადგილობრივ ხელისუფებაში აცხადებდნენ, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით თანხების მოძიება მიმდინარეობდა, თუმცა შედეგი არ ჩანს, და დრეს მერიაში კომენტარსაც არ აკეთებენ.

როგორც ჟურნალისტებს საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913“-ის დირექტორმა ზაზა ინაშვილმა განუცხადა, გუშინ გუნდს თანხები შემოწირეს, მაგრამ ,, სპონსორული შემოწირულობები მიზერულია და არანაირ დავალიანებას არ ყოფნის.”

,, მე ახალი დანიშნული დირექტორი ვარ, ჩემდა სამწუხაროდ, ვერანაირად დავეხმარე გუნდს და უახლოეს მომავალში მივიღებ გადაწყვეტილებას დავრჩები თუ არა გუნდში ამ პოზიციაზე“,- განაცხადა ზაზა ინაშვილმა.

ამჟამად ფოთის ,,კოლხეთი 1913“ მეორე ლიგაში მე-8 ადგილზეა , დავალიანების გადაუხდელობამ შესაძლოა სატურნირო ცხრილში მათი მდგომარეობა გააუარესოს.

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...