მთავარისიახლეებიპოლიტიკა20 ივნისის საქმეზე დღეს ბაჩუკი ქარდავა გამოიკითხება

20 ივნისის საქმეზე დღეს ბაჩუკი ქარდავა გამოიკითხება

Published on

20 ივნისის საქმეზე დღეს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ბაჩუკი ქარდავას გამოკითხავენ.

“ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის თავმჯდომარეს შეკითხვებს ასევე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაუსვამენ.

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, კრემლის მარიონეტ ხელისუფლებას პროდასავლური ოპოზიციის დევნა აქვს გადაწყვეტილი და ეს ყველაფერი ამის დასტურია.

ედპ-ს თავმჯდომარე მზად არის ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს, თუმცა ის უნდობლობას უცხადებს გამოძიებას იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ დაკითხული არ არის შს მინისტრი, გიორგი გახარია. ბაჩუკი ქარდავა სასამართლოში ადვოკატის გარეშე მივა.

„როდესაც ქვეყანას მართავს, ფაქტობრივად კრემლის მარიონეტად ქცეული ბიძინა ივანიშვილი, ლოგიკურია ალბათ ის, რომ იდევნება პროდასავლური ოპოზიცია. დღეს არის სწორედ ეს ვითარება, რომ ან მარიონეტი ხელისუფლება უნდა წავიდეს ან ის შეეცდება, რომ დემოკრატიული ოპოზიცია იყოს ციხეში. მე არ მგონია, რომ მას ეს გამოუვიდეს. თუ ვინმეს წინააღმდეგ უნდა წარიმართოს გამოძიება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ეს არის გახარია-ივანიშვილის ტანდემი,“-აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...