მთავარისიახლეებისაზოგადოებასინოპტიკოსები 16-17 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმას და ქარს პროგნოზირებენ.

სინოპტიკოსები 16-17 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმას და ქარს პროგნოზირებენ.

Published on

ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ხვალ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით იქნება 20-25 გრადუსი, ღამით – 13-18 გრადუსი, მთაში ღამით – 9-14 გრადუსი, დღისით – 19-24 გრადუსი. მაღალმთაში ღამით – 5-10 გრადუსი, დღისით – 14-19 გრადუსი.აღმოსავლეთ საქართველოში ზოგგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა ბარში ღამით – 11-16 გრადუსი; დღისით – 22-27 გრადუსი; მთაში ღამით – 5-10 გრადუსი; დღისით – 18-23 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალმთაში ღამით – 2-7 გრადუსი; დღისით – 13-18 გრადუსი იქნება. თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა ღამით – 16 გრადუსი, დღისით – 26 გრადუსი იქნება;17 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა ღამით – 12-17 გრადუსი, დღისით 21-26 გრადუსი იქნება; მთაში ღამით – 6-11 გრადუსი, დღისით – 18-23 გრადუსი იქნება. მაღალმთაში ღამით – 2-7 გრადუსი; დღისით – 16-21 გრადუსია მოსალოდნელი.17 სექტემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა ბარში ღამით – 10-15 გრადუსი, დღისით – 23-28 გრადუსი, მთაში ღამით – 4-9 გრადუსი, დღისით – 19-24 გრადუსი იქნება. მაღალმთაში ღამით – 1-6 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი – 14-19 გრადუსი. თბილისში, 17 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა ღამით – 15 გრადუსი, დღისით – 26 გრადუსი იქნება;18 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა ღამით – 10-15 გრადუსი; დღისით 24-29 გრადუსი იქნება; მთაში ღამით – 4-9 გრადუსი; დღისით – 22-27 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალმთაში ღამით – 1-6 გრადუსი; დღისით – 18-24 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოშიც უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ტემპერატურა ბარში ღამით – 9-14 გრადუსი, დღისით – 24-29 გრადუსი, მთაში ღამით – 3-8 გრადუსი, დღისით – 21-26 გრადუსი, მაღალმთაში ღამით – 0;+5 გრადუსი, დღისით – 16-21 გრადუსია მოსალოდნელი. 18 სექტემბერს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვლებადი მიართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ტემპერატურა ღამით – 14 გრადუსი; დღისით – 27 გრადუსი იქნება.18 სექტემბრის შემდეგ 22 სექტემბრამდე კი საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...