მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ქართველი მამა-შვილი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ქართველი მამა-შვილი დააკავეს

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალ ათონში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ბეგლარ წილოსანი არასრულწლოვან ქალიშვილთან, თინათინ წილოსანთან ერთად . შემთხვევა გუშინ მოხდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით , შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე თავისუფალია და იმყოფება საკუთარ ოჯახში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხება მამაკაცს, იგი აქამდე გალის იზოლატორშია მოთავსებული. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წილოსანი ცდილობდა უკანონოდ გადაელახა დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. საზღვარი.

სუს- ში ცხადებენ, რომ ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია საერთაშორისო ორგანიზაციები.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...