მთავარისიახლეებიპოლიტიკააქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია ლგბტ აქცია და გახარიას გადადგომა

აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია ლგბტ აქცია და გახარიას გადადგომა [Video]

Published on

ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან აქციის მონაწილეებმა  თბილისში ლგბტ აქტივისტების მიერ ჩატარებულ „ღირსების მარში“ გააპროტესტეს. ისინი ასევე  წინააღმდეგი არიან რუსთაველზე ახალგაზრდების აქციის, რომლებიც აპროტესტებენ 20 – 21 ივნისის მოვლენებს, ოკუპაციას და ითხოვებ გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგიც გააპროტესტეს.აქციის მონაწილეების თქმით, ისინი  ეწინააღმდეგებიან შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნას. ასევე მათთვის მიუღებელია ლგბტ  აქცია. კონტრაქცია ზუგდიდში  გუშინ დაიგეგმა, მასში მონაწილეობდნენ  საზოგადოება „ზუგდიდელი“, აფხაზეთიდან დევნილები, ზვიად გამსახურდიას მომხრეები, ასევე აფხაზეთის ომის ვეტერანები და მერიის ააიპ-ის თანამშრომლები.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...