მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, დააფუძნოს საზოგადოებრივი მოძრაობა, პოლიტიკური ლიდერები ეხმაურებიან

მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, დააფუძნოს საზოგადოებრივი მოძრაობა, პოლიტიკური ლიდერები ეხმაურებიან

Published on

,,თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის  გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების თაობაზე პოლიტიკური ლიდერები ეხმურებიან.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს რომ პარტია მიესალმება ყველა ახალი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ძალის გამოჩენას, რომელიც ხელს შეუწყობს ოლიგარქიული მმართველობის დასრულებას

“ივანიშვილი არის ბოლო ძალა, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად უბიძგებს. მისი ჩამოშორება ნიშნავს საქართველოს ევროპულ გზაზე მყარად და შეუქცევადად დადგომას. ამიტომ დღეს მეორეხარისხოვანია იმის გარკვევა, თუ რამ უბიძგა მამუკა ხაზარაძეს ამ ნაბიჯის გადასადგმელად – პირადი ინტერესების შელახვამ, შურისძიებამ თუ ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული რისკების გაცნობიერებამ. მთავარია, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა! ხაზარაძის გამოჩენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე სრულად ეთანხმება ჩვენი პარტიის გაცხადებულ პრინციპს – ყველა ერთის წინააღმდეგ! მხოლოდ ასე შეიძლება რუსეთის მიერ ფინანსურად, პოლიტიკურად და აგენტურულად ზურგგამაგრებული ოლიგარქის დამარცხება”, – აცხადებს  რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს” ერთ- ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ , თუ ხაზარაძის მიერ დაფუძნებული სამოქალაქო მოძრაობის ან რაიმე პოლიტიკური გუნდის პოზიციები მისი და მისი თანამოაზრეებისათვის პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით იდენტური იქნება, „ევროპული საქართველო” ითანამსრომლებს მასთან

“ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი და ნორმალური პროცესია. თუ ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო მოძრაობა ან რაიმე პოლიტიკური გუნდი იქნება, თუ ფუნდამენტურ და საკვანძო ღირებულებებში ეს მოძრაობა დგას ჩვენთვის პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით იმავე პოზიციებზე, მაშინ ძალიან კარგი. ჯერჯერობით არ ვიცნობ, რა შინაარსი აქვს ამ მოძრაობას”, – განაცხადა ბოკერიამ

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...