მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონტრაქციის მონაწილეთა რიგები შეთხელდა - რატომ დატოვა აქცია გურამ ფალავანდიშვილმა?

კონტრაქციის მონაწილეთა რიგები შეთხელდა – რატომ დატოვა აქცია გურამ ფალავანდიშვილმა?

Published on

რუსთაველის გამზირზე გზა გაიხსნა, რის შემდეგაც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ტერიტორიაზე მისვლა შეძლეს. თუმცა, მათ და ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან კორდონი ჰყოფთ.

მთელი ღამის განმავლობაში რუსთველის გამზირზე ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობდა. მიუხედავად კონტრაციის მონაწილეობის რაოდენობის შემცირებისა, პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მისვლის უფლება 06:40 საათამდე არ მისცა.

ამ პერიოდის განმავლობაში აქციის “სირცხვილია” ორგანიზატორების ნაწილი პარლამენტის წინ, სცენასთან იმყოფებოდა და სცენას იცავდა, რათა ეს ტერიტორიაც არ დაეკავებინათ ძალადობრივ ჯგუფებს.


დღეს დილით პროპუტინური ძალების ერთერთმა ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის წინ დგომის მიზანს ვეღარ ხედავს. ფალავანდიშვილის თქმით, აქციის სხვა მონაწილეები რუსთაველის გამზირზე რომც დარჩნენ, ის წასვლას მაინც აპირებს, რადგან მისი თქმით, მიზანი ის იყო, რომ თბილისი პრაიდი არ ჩატარებულიყო (რომელიც ჩატარდა) და დეოკუპაციის საკითხი მას არ აინტერესებს. 

,,დაშლა გვინდა, აქ დგომა არ ყოფილა ჩვენ მიზანი, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს. შეიძლება, ზოგი დარჩეს, ზოგს პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, ჩემზე გულიანი კაცი იყოს. ვფიქრობ, ზედმეტია, არ არის საჭირო. მე ალბათ წავალ. შეიძლება ბიძინას სახლთან გადავიდეთ, რათა არ შევუშალოთ ხელი დეოკუპაციის აქციას -თქვა ფალავანდიშვილმა

სიახლეები

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ამავე ამავე კლუბის დაცვის...

14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,...

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...