მთავარისიახლეებისამართალიდემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს ჩაბარდა

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს ჩაბარდა

Published on

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს ჩაბარდა. იგი გუშინ საღამოს ადვოკატთან ერთად მივიდა ქუთაისის საოლქო პროკურატურაში. გოდერძი თევზაძე ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობაც დაიწყო. მისი თქმით იგი არ იმალებოდა და იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტური იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ არ უცემია დემურ სუტურუა. პარალელურად პოლიციელის ადვოკატი მისი ოჯახისთვის უსაფთხოების მიზნით დაცვის დანიშვნას ითხოვს.თევზაძის ჩაბარების შემდეგ განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ. უწყების ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ჩადენაში ბრალდებული, ძებნაში მყოფი გოდერძი თევზაძე დაკავებულია.სასჯელი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებდა გამოძიებას, მას დაუსწრებლად შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და იმავე დღეს გამოცხადდა მისი ძებნა.დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა კი პროკურატურა გოდერძი თევზაძეს წარუდგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების მოთხოვნით.
 
 

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...