“ამ ყველაფრის სანდოობას გადავამოწმებთ. თუმცა, თუ ეს მათი რეალური გეგმებია, მაშინ ისინი აგრესიული და შეუკავებელი რუსოფობიის მორიგი გამოვლინების ნაწილია” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ. 1 დეკემბრიდან ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ X-ზე დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ ესტონეთის სამხედრო კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის მომზადება გახდა, რომელიც ესტონელმა სამართალდამცველებმა აღკვეთეს.