მთავარისიახლეებიპირველი შეხვედრა რუსეთის სპეცწარმომადგენელთან, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება - კობახიძე

პირველი შეხვედრა რუსეთის სპეცწარმომადგენელთან, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება – კობახიძე

Published on

 ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება.

“ამ ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და 2 ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება, ეს ერთი. რაც შეეხება, ურთიერთობებს ჩვენს სპეცწარმომადგენელსა და რუსეთის სპეცწარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და ყველა თემაზე იქნება საუბარი, ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული… [პირველი შეხვედრა] სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება. სად იქნება, როგორ იქნება, ამაზე გაგიზიარებთ ინფორმაციას. შეიძლება არც თბილისში იყოს, არც მოსკოვში, შეიძლება სხვაგან იყოს.” – უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ თავის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი 21 ოქტომბერს დანიშნა. კობახიძის თქმით, ზურაბაშვილი მინისტრის მოადგილის პოსტსაც შეინარჩუნებს და “ბატონი გიორგის თხოვნა იყო, პარალელურად, განეგრძო მოადგილის მოვალეობის შესრულებაც”.

“რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ჟენევის ფორმატთან ერთად პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, წლების განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, ასევე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, 2024 წელს კი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის პირველ ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

დარწმუნებული ვარ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი მისი ცოდნითა და გამოცდილებით საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს” – განაცხადა კობახიძემ.

სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დეკემბრიდან ვაკანტური იყო. იქამდე, 2024 წლიდან, ამ პოსტს გიორგი ქაჯაია იკავებდა, რომელიც მანამდე შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი იყო.

ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი ქაჯაიას გადადგომის შემდეგ, მათ აქცენტი გააკეთეს “სექციაზე, რომელიც შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ყოფილი წევრი დაინიშნა სექციაში ჩვენს წარმომადგენლად – ბატონი ალეკო წულაძე”.

“აქცენტი კეთდებოდა სექციაზე. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ბატონი ალეკოს ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა, შესაბამისად, პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

ჩვენ ვცდილობთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის – მარტა კოსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. საუბარია დაკავშირებადობის მინისტერიალზე ქართული მხარის არ...

უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი უკვე შეაჩერა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალების იერიშების შედეგად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების ნახევარზე მეტმა...

1 დეკემბრიდან ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს

“ამ ყველაფრის სანდოობას გადავამოწმებთ. თუმცა, თუ ეს მათი რეალური გეგმებია, მაშინ ისინი აგრესიული და...

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს -...