მთავარისიახლეებიმსოფლიობრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა დეპუტატის მანდატზეც უარი განაცხადა

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა დეპუტატის მანდატზეც უარი განაცხადა

Published on

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა დევიდ ქემერონმა, პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, დეპუტატის მანდატზეც უარი განაცხადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ქემერონი საკანონმდებლო ორგანოში თანამდებობას ტოვებს. ყოფილი პრემიერი თემთა პალატაში ოქსფორდიშირის საგრაფოს, უიტნის ოლქის დეპუტატი იყო. მისი თქმით, უიტნის ოლქში არჩევნები გაიმართება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონსერვატული პარტიის წარმომადგენელმა გაიმარჯვოს.დევიდ ქემერონმა პრემიერმინისტრის თანამდებობა, მას შემდეგ დატოვა, რაც მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა, ევრკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...