მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენ პროვოკაციების მოწყობის არც დრო გვაქვს, არც სურვილი - ირაკლი...

ჩვენ პროვოკაციების მოწყობის არც დრო გვაქვს, არც სურვილი – ირაკლი აბესაძე ,,ქართული ოცნების” დღევანდელ მიმართვას პასუხობს

Published on

„ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანია პროგრამის პრეზენტაციასა და პრობლემების მოგვარებაზეა აგებულია და არანაირი დრო და სურვილი, დავკავდეთ მმართველი გუნდის შეხვედრებზე რაიმე სახის ღონისძიებების ჩატარებით, ნამდვილად არ გვაქვს,“ – ასე უპასუხა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი აბესაძემ, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის, დღევანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ენმ წინასაარჩევნოდ პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.
 
„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც მოაწყო და არ დასაჯა კრიმინალური მოძალადეები, რომლებიც მუდმივად თავს ესხმიან ჩვენს შეხვედრებს, აზიანებენ ბილბორდებს, ესხმიან პარტიის ოფისებს. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფრის ოპოზიციაზე გადაბრალების მიზნით აცხადებს, რომ, თითქოს, ისინი თავად ვერ იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას. აბსოლუტურად უუნარო, უმოქმედო, გეგმების არმქონე პარტიაა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიისთვის აირჩია მხოლოდდამხოლოდ ბილბორდებთან, პარტიის ოფისებთან და შეხვედრებთან ბრძოლის ტაქტიკა, რაც აუცილებლად უნდა დამთავრდეს 8 ოქტომბერს,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...