მთავარისიახლეებიკონფლიქტები"სიტყვები ყელში მებჯინება და მახრჩობს, წყეულიმც იყავთ თქვენ !! "-აფხაზეთიდან დევნილი...

“სიტყვები ყელში მებჯინება და მახრჩობს, წყეულიმც იყავთ თქვენ !! “-აფხაზეთიდან დევნილი გოგონას ემოციური პოსტი საზღვრის ჩაკეტვაზე

Published on

დე-ფაქტო აფხაზეთის გადაწყვეტილებით ენგურის ხიდი გუშინ საღამოს ჩაიკეტა.გადაწყვეტილება აფხაზური მხარის განმარტებით, საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. დღეიდან ენგურს ვერ გადმოკვეთენ ის ადამიანები, ვინც აფხაზეთში არიან ამ დროისთვის, არა აქვს მნიშვნელობა, დროებით არიან ჩასულები თუ იქ ცხოვრობენ. სოციალურ ქსელში ერთ_ერთმა ახალგაზრდამ ემოციური პოსტი მიუძღვნა ხიდის ჩაკეტვას და აღწერს, თუ რა მძიმეა ის ერთადერთი გზის ჩაკეტვა, რომელიც ოჯახთან მისასვლელი იმედია.

მთელი წელი , თვეები რომ ელოდები შენს სახლში წასვლას.. მერე როგორც ხდება ხოლმე , ხან საბუთებს გვართმევენ ხან აუქმებენ,ხაანაც როგორც უნდა ისე ცვლიან საბუთებს რომელსაც აღარ გაძლევენ და რჩები მილოდინით …
მთელი წელი რომ გეგმავ შენს ტკბილ სახლში წასვლას, ოცნებობ შენს თბილ კერაში შენს ოჯახთან ტკბილად ყოფნაზე, მაგრამ სამსახურის გამო ვერ ახერხებდი ჩასვლას და მოულოდნელად კი იმ ერთადერთ გზასაც გისპობენ შინ დასაბრუნებელს რომელსაც ებღაუჭებოდი.. რამდენჯერ წარმოვიდგინე ყველა ეტაპი ჩასვლიდან ჩამოსვლამდე.. წარმოვიდგენდი ბებია როგორ მელოდებოდა ჭიშკართან, დედ-მამას როგორ გავახარებდი , მეზობლებს ნათესავებს, მეგობრებსს ..ძაღლი და კატაც კი წარმოვიდგინე როგორ მიცნეს სუნით და როგორ აკუნტრუშდნენ…
და ახლა ვიგებ რომ საზღვარი იკეტება და ჩემს სახლში ” სტუმრად” ჩასვლაც კი მეკრძალება .
ძალიან ბევრ რაღაცაზე მიჩნდება პროტესტი და ხმას არ ვიღებ, ახლაც გადავყლაპავ ამ ბოღმას და დარდს, ცრემლებსაც მივაყოლებ.. არც მაშინ ამომიღია ხმა როცა საზღვრის გადაკვეთის გამო გვიჭერდნენ და ჯურღმულში გვკეტავდნენ განურჩევლად ქალისა კაცისა თუ ბავშვებისა !! იმიტომ რომ ჩემი ოჯახი ცხელ წერტილში ცხოვრობს და მე არ მაქვს პროტესტის უფლება მათივე კეთილდღეობისთვის..სიტყვები ყელში მებჯინება და მახრჩობს ჩემივე ვერ თქმული სიტყვები. წყეულიმც იყავთ თქვენ !! #რუსეთიოკუპანტია#რუსეთიკლავს“- წერს ნინია ფეისბუკზე .

სიახლეები

მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მლნ ლარია – სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი დააკავეს

პროკურატურა ადასტურებს, რომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...

„საქართველო დემოკრატიის ბოლო ნაკვერჩხლებს აქრობს“ – The Economist-ი სტატიას აქვეყნებს

„საქართველო დემოკრატიის ბოლო ნაკვერჩხლებს აქრობს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა The Economist-ი. სტატიაში...

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...