მთავარისიახლეებიპოლიტიკასაარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გახშირდა სხვადასხვა სახის დარღვევები

საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გახშირდა სხვადასხვა სახის დარღვევები

Published on

 საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა  სხვადასხვა სახის დარღვევები, კერძოდ, გამოვლინდა  პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის ( 11),  ფიზიკური დაპირისპირების ( 2), ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის (1), არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის ( 5), ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების (4),  წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის (7), სააგიტაციო მასალების დაზიანების (5) ფაქტები  – ამის შესახებ ნათქვამია „,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშში, რომელიც 8 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, 
ანგარიშში მოყვანილ რიგ ფაქტებთან დაკავშირებით იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, – ნათქვამია ანგარიშში. 
გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა ცესკო-ს მიერ რამდენიმე საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის პრაქტიკაში. „ცენტრისტების“ სარეგისტრაციო დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ცესკო-მ არასაკმარისი და არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე დაარეგისტრირა პარტია. 
„ცალკე აღნიშვნას საჭიროებს ცესკო-ს 24 აგვისტოს დადგენილება, რომლის საფუძველზეც ზოგიერთ საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო ნომერი განსხვავებული საარჩევნო წესით მიენიჭა“, – ნათქვამია ანგარიშში. 
ანგარიშის თანახმად, ხარვეზებით წარიმართა საუბნო-საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრებით დაკომპლექტების პროცესი, რამაც საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართ მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა. 
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრები წინასწარ არსებული სიების მიხედვით შეარჩიეს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ამ სიებში ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან“, – ნათქვამია ანგარიშში. 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...