მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალში დაიწყო მორიგი შეხვედრა ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში

გალში დაიწყო მორიგი შეხვედრა ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში

Published on

გალში მიმდინარეობს მორიგი შეხვედრა ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, ეს უკვე მეოთხეა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განახლებული შეხვედრების რიგში. 
ქართულ მხარეს წარმოადგენენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს წარმომადგენლები. მათთან ერთად იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართული მხარე კიდევ ერთხე დააყენებს განსახილველად გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე რეაგირების საკითხს, რაც პირველივე შეხვედრიდან უცვლელად დგას დღის წესრიში, თუმცა რაიმე წინსვლაზე ლაპარაკი  არ არის.  როგორც მხარეები  აცხადებენ ამ ეტაპზე რეალური შედეგები მიღწეული არ არის და კვლავ ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი.  ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებისგან დამატებით მასალებს ითხოვს და თავის პირობებს აყენებს. 
არის მოლოდინი , რომ ქართული მხარე, შეხვედრაზე ასევე კვლავ დააყენებს უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხსაც.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...