მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართულმა ოცნებამ'' ცესკო- ში წარდგენილი საარჩევნო სია გაასაჯაროვა, სიის გარეთ...

,,ქართულმა ოცნებამ” ცესკო- ში წარდგენილი საარჩევნო სია გაასაჯაროვა, სიის გარეთ ბევრი ძველი სახე დარჩა

Published on

გუშინ, დღის ბოლოს  ბოლოს ქართულმა ოცნებამ გაასაჯაროვა  155 კაციანი საარჩევნო სია, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინა.
 
ქართულმა ოცნებამ პირველი ათეული ძირითადად ახალი სახეებით დააკომპლექტა, სიაში სათავეში მოქმედი პრემიერი და ვიცე პრემიერი არიან.
სიაში არ არიან  მმართველი პარტიის ის ახალი წევრები, რომლებიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად არიან წარდგენილი. 
 
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა უმეტესობა „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდა, თუმცა ეს ნაკლებად ეხება ამა თუ მ ნიშნით ცნობილ სახეებს   – ქართულ ოცნებაში“ რჩებიან დეპუტატები მანანა კობახიძე, , ეკა ბესელია,  ზვიად კვაჭანტირაძე, ზვიად ძიძიგური , გია ჟორჟოლიანი გიორგი გაჩეჩილაძე ლერი ხაბელოვი, ვიქტორ ჯაფარიძე, ნუკრი ქანთარია, ერეკლე ტრიპოლსკი, გიგა ბუკია,თემურ ჭკუასელი, დიმიტრი ხუნდაძე,  გუგული მაღრაძე, გია ვოლსკი, შოთა ხაბარელი, ზაზა პაპუაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, კახა ოქრიაშილი, ზაქარია ქუცნაშვილი, გედევან ფოფხაძე და სხვები, რომელნიც რიგითობის მიხედვით სიის სათავეში,  მეორე ნახევარში და ბოლო ნაწილში არიან გადანაწილებული, შესაბამისად ბევრი მათგანის მოხვედრა პარლამენტში დიდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგაას 
ქართულმა ოცნებამ გუშინვე წარადგინა საარჩევნო პროგრამაც.
„ეს არის ერთადერთი პროგრამა, რომელიც არის როგორც ამბიციური, ისე რეალისტური, ეს თამამად შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ჩვენ როგორც მმართველი ძალა, რა თქმა უნდა, ვართ პასუხისმგებელი ამ არჩევნებზე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები წარიმართოს მაქსიმალურად კორექტულ, სამართლიან გარემოში,“- განაცხადა ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
 
 
 
 
 

სიახლეები

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...