მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიდევ ერთხელ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ,,არაშესატყვისი მანერების'' შესახებ

კიდევ ერთხელ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ,,არაშესატყვისი მანერების” შესახებ

Published on

,,რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, როცა  საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას მანერები დაუწუნა?''-  ასეთი კითხვა დაუსვა GDS-ის პირდაპირ ეთერში ყოფილმა პრემიერს  გაზეთ «ზუგდიდის» კორესპონდენტიმა ეკატერინე ფარულავამ.
ყოფილმა პრემიერ მინისტრმა უპასუხა, რომ მას ეს სიტყვა არ უხსენებია და არასწორად გაიგო საზოგადოებამ, რადგან ის დიდ პატივს სცემს ზვიად გამსახურდიას.  და თუ თქვა, რომ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში გამოცდილება აკლდა, ეს ბუნებრივიას, «ან საიდან უნდა ჰქონოდა გამოცდილება? შემდეგ მათზე ისწავლეს სხვებმა.» 25 წელია მოჯადოებულ წრეზე დავდივართ და ახლა  ძლივს მივიღეთ გამოცდილება, რომ სწორედ ამ მთავრობაში უკვე დიდია ზვიად გამსახურდიის მთავრობის მიერ მიღებული გამოცდილების გავლენა. ჩვენ პირველად დღეს მივიღეთ ხელისუფლება მართვის კარგი გამოცდილებით, სწორედ ეს გამოკვეთავს ჩემს მხარდაჭერას დღევანდელი გუნდისადმი. კიდევ ერთხელ ღრმა პატივისცემას გამოვხატავ ზვიად გამსახურდიას მიმართ.-განაცხადა ივანიშვილმა.
გურიის ჟურნალისტებთან საუბარში ბიძინა ივანიშვილმა თქვა: 
«შეიძლება, ძალიან გულანთებული იყო და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას უნდა ცოდნა. ასე არ არის, რომ მარტო გიყვარდეს და გული გეწვოდეს. ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს და გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი ხალხით, ვისაც ხელეწიფება, სწორად მართოს ქვეყანა.»  

სიახლეები

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...

ტრამპი: არ მჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება. ამის შესახებ...

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...