მთავარისიახლეებიმსოფლიოტრამპი: არ მჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება

ტრამპი: არ მჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მე არ მჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება. თუ ეხმარება, ბევრს არაფერს აკეთებს. მათ ძალიან ბევრი აქვთ დასაკარგი და მე ამის შესახებ ძალიან მალე გავიგებდი“, — განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ ირანს როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო მიმართულებით ძლიერად უტევს.

19 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თეირანში ჩავიდა, სადაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანსა და რუსეთს არასდროს უთანამშრომლიათ ისე მჭიდროდ, როგორც ახლა.

სიახლეები

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...