მთავარისიახლეებისაზოგადოება,,არ მინახავს ჯერ ამ ასაკის კაცი დიამეტრალურად, თინეიჯერის დონეზე იცვლიდეს ხასიათს'' -...

,,არ მინახავს ჯერ ამ ასაკის კაცი დიამეტრალურად, თინეიჯერის დონეზე იცვლიდეს ხასიათს” – ბიძინა ივანიშვილი ვერ ინელებს, რომ პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენცია არ დათმო

Published on

”მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი და მე ამისთვის ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას. არ მინახავს ჯერ ამ ასაკის კაცი დიამეტრალურად, თინეიჯერის დონეზე იცვლიდეს ხასიათს”, – განაცხადა ივანიშვილმა. – იგი ჯერ კიდევ საკუთარ თავთან გარკვევის პროცესშია და ეს პრობლემა მან ვერ გაითვალისწინა”.
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის კრიტიკის გარეშე დატოვება, რომელმაც ამ გადაწყვეტილებით „თავისი თავი გაინულა“, არ შეიძლებოდა. 
 როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა ოფისიდან და შევიდა სააკაშვილის სასახლეში, სანამ ტელევიზიით გამოვიდოდი, მანამდე მქონდა უსუფაშვილთან შეხვედრა და მას არგუმენტიც კი არ დარჩა, რომ კრიტიკის გარეშე არ შეიძლებოდა ამის ესე გაშვება, რადგან ეს კაცი უკანონოდ შევიდა ამ სასახლეში, იყენებს ექვსჯერ მეტ ტერიტორიას რაც ჭირდება და წელიწადში ხარჯავს დამატებით დაახლოებით 10 მილიონ ლარს მოსახლეობის ფულს. უსუფაშვილი გამოვიდა საჯაროდ და გააპრავა იმის გამო, რომ ის ეძებდა დამატებით რესურსს მარგველაშვილის სახით. როგორი რესურსი მიიღო კი ვნახეთ. ამით დათვური სამსახური გაუწვიეს მარგველაშვილსაც და თავისი თავი გაინულა როგორც პოლიტიკოსმა. დავით ბერძენებიშვილი, რომელიც არის ყველაზე გავლენიანი ფიგურა ამ პარტიაში, ამაყობდა იმით, რომ არ აკრიტიკებს მარგველაშვილს, რადგან არ უნდა დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ისინი მარგველაშვილის რესურსის გამოყენებას ცდილობდნენ, თუმცა მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია რა უნდა და მათაც ვერაფრით დაეხმარა, პირიქით – უკან მოუტრიალდათ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 
 

სიახლეები

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ. ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილ...

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...