მთავარისიახლეებისაზოგადოებაღამის საპოლიციო კონტროლი ფოთში

ღამის საპოლიციო კონტროლი ფოთში

Published on

გვიან ღამემდე გაგრძელდა გუშინ საპოლიციო კონტროლი ფოთში . ქალაქის სხვადასხვა უბნებში გადაადგილდებოდა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მანქანები,  რეიდს ქალაქში ნიღბიანი, ჯავშანჟილეტებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი სპეცრაზმელები ატარებდნენ, 
ისინი თითქმის ყველა ავტომანქანასა აჩერებდნენ , მძღოლებს დოკუმენტაციას თხოვდნენ და საბარგულებს ამოწმებდნენ.
არც ფოთის პოლიციაში, არც  შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ საკითხზე, თუ რას უკავშირდება საპოლიციო კონტროლი
ცნობილია მხოლოდ ის, რომ  საპოლიციო შემოწმებაში საპატრულო პოლიციასთან ერთად განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოც მონაწილეობს.
ძალოვანი უწყების მიერ მსგავსი რეიდი ფოთში რამდენიმე თვის წინაც განხორციელდა.
მეორე დღეა ასეთივე საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს შიდა ქართლშიც. პოლიციის თანამშრომლები ქვეითებსაც კი  აჩერებენ და საბუთებს უმოწმებენ.
 
 
 
.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...