მთავარისიახლეებიპოლიტიკამიეცემა თუ არა დასვენების შანსი გადაღლილ ვიცე - პრემიერს?

მიეცემა თუ არა დასვენების შანსი გადაღლილ ვიცე – პრემიერს?

Published on

ვიცე პრემიერი კახი კალაძე  თბილისში მომხდარ ქუჩის გარჩევებსა  და ხმაურიან დაკავებებთან მისი კავშირის შესახებ  სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეებიდან მომდინარე  განცხადებებს პასუხობს. 

,,გულდასაწყვეტია, რომ ამდენი ცილისწამება ისმის, თუმცა მე ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი. ყოველთვის როდესაც არჩევნები ახლოვდება, ხან ”მარშუტკების” ბიზნესის წართმევას მაბრალებენ, ხან „ხუდონი“ ჩემი საკუთარი პროექტია, ახლა გავიგე, რომ თითქოს გორში, ქარის ელექტროსადგური ჩემი საკუთრებაა, მზის სადგურები, რომელიც სამომავლოდაა დაგეგმილი, ესეც ჩემი ყოფილა და ათასი სიბინძურე. ახლა ველოდები ჩემი ძმის მკვლელობის საქმის ახლიდან წარმოჩენას საზოგადოებისთვის და შეიძლება კენედის მკვლელობაც თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ.ვფიქრობ, ყველა დაიღალა ამდენი ცილისწამებით, მეც, საზოგადოებაც. თუ ფიქრობენ, რომ მორალურად ამით დამანგრევენ, ეს არავის არ გამოუვა, რადგან მე, ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი რთული ბარიერი მაქვს გამოვლილი და ასეთი ცილისწამებებები ნამდვილად ხელს ვერ შეუშლის ჩემს საქმიანობას, რასაც ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი სამშობლოსთვის ვაკეთებ”, – ასე შეაჯამა მან დღეს თავისი პასუხები სხვადასხვა ადრესატების მიერ მის მიმართ გამოთქმულ  ბრალდებებსა და ვარაუდებზე. 
 

„არ არის საინტერესო ნიკა მელია, მაგას სერიოზულად მეკითხებით, სერიოზული პასუხი გაინტერესებთ? საარჩევნო პერიოდია, ნორმალურია, როდესაც წინასარჩევნოდ კახი კალაძეზე, რომელიც არის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, შეტევები განხორციელდეს. ეს ქართულ პოლიტიკაში სიახლე არ არის,“- აცხადებს კახი კალაძე ერთიანო ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ გამოთქმული იმ ვარაუდის პასუხად, რომ  თბილისში უკანასკნელ ხანებში გამწვავებული კრიმინოგენული ვითარება შესაძლოა მის სახელს უკავშირდებოდეს. 
 
კახი კალაძემ დღეს კომენტარი გააკეთა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებზეც იმის შესახებ, რომ   ქიბარ ხალვაშთან რუსთავი 2-ის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროება  კახი კალაძესთან დაპირისპირებას უკავშირდება , აგრეთვე იმაზე, რომ  ,კალაძე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მისი კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნის პროცესს ხელმძღვანელობდა და მანვე უზრუნველყო არჩევნების შედეგების შეცვლა და მოგებული არჩევნები წააგებინა,  ყველა გზაზე ყავს ჩასაფრებული და ფეხის დამდების პოზიციიდან ებრძვის.''
 
„ოქრუაშვილზე მე გუშინ მოვისმინე, რომ კალაძემ ფეხი დამიდოო, ანალოგიურ განცხადებებს, მე მახსოვს, როდესაც სპორტში ვიყავი, ფეხბურთს ვთამაშობდი, ზიდანი, რონალდო, რონალდინიო აკეთებდნენ, კალაძე ფეხს მიდებსო, ცოტა უხერხულია ასეთი ადამიანების შედარება. ოქრუაშვილი არის არშემდგარი ადამიანი. გულწრფელად არ არის ოქრუაშვილი საინტერესო. არც მისი აწმყო, არც წარსულიდა არც მომავალი”,"- განაცხადა კალაძემ. 
 
ვიცე პრემიერი გამოეხმაურა იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახის წევრების ბრალდებებს, რომ სწორედ ის იყო დანტერესებული ამ დაკავებით და ხშირად უგზავნიდა გიორგი ფეიქრიშვილს კონკრეტულ პირებს, რომლებიც მას ქვეყნის დატოვებას ურჩევდნენ.  ,,ამ ოჯახს მე თანავუგრძნობ ადამიანურად, მათ თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ, რომ ჩემი მხრიდან იყო რაიმე ზეწოლა, მითითება, შესაბამის სამსახურებს წარუდგინონ და მოვითხოვ, რომ გამოძიება დაიწყოს. ყველა დაიღალა ამდენი ცილისწამებით, მეც, საზოგადოებაც,“- 
 
ვიცე პრემიერი მართლაც გადაღლილი ჩანს. ვნახოთ, მიეცემა თუ არა დასვენების შანსი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. 
 
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...