მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ჩაიშალა. უზენაესი სასამართლო კვლავ სამი მოსამართლის გარეშე დარჩა

პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ჩაიშალა. უზენაესი სასამართლო კვლავ სამი მოსამართლის გარეშე დარჩა

Published on

 

 პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.   პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბოდიში მოუხადა ამომრჩეველსა და ქუთაისში ჩასულ პირებს და   არაორაზროვნად მიანიშნა იმ დეპუტატების უპასუხისმგებლობაზე,  რომელნიც განსახილველი საკითხების დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, არ გამოცხადდნენ  პარლამენტში, როცა გააკეთა განცხადება, რომ   იმედია ,,  8 ოქტომბერს ისეთი პარლამენტი იქნება არჩეული, რომელიც აღებულ პასუხისმგებლობას პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატარებს”. 
 
”პარლამენტში გვესწრებიან პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი კანდიდატები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ჩვენ გვესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელიც მზად იყო, გამოეტანა სარატიფიკაციო დოკუმენტები სასესხო შეთანხმების თაობაზე. მე მინდა მათ ბოდიში მოვუხადო პარლამენტის სახელით, ჩემი კოლეგების სახელით. დღეს ჩვენ ვერ შევძლებთ სხდომის ჩატარებას. მე ბოდიშს ვუხდი მოსახლეობასაც, ამომრჩეველს, რადგან ამ დროის მდგომარეობით პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც უნდა იყოს შრომისუნარიანი და შემძლე იმისა, რომ აკეთოს თავისი საქმე. მე მადლობას მოვახსენებ ყველა კოლეგას, რომელიც აქ ბრძანდება – რომ არანაკლებ დაძაბული გრაფიკისა, აქ მობრძანება შეძელით. მეორეს მხრივ, არჩევნებს თავისი კორექტივები შეაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის პარლამენტის ცხოვრებაში, თუმცა მინდა ვისურვო, რომ მომავალი პარლამენტი, რომელსაც 8 ოქტომბერს ავირჩევთ, შესძლებს იმას, რომ პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატაროს დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ჰქვია და მოქალაქეებს ოდნავაც არ გაუჩინოს განცხდა იმისა, რომ მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები ვერ ახერხებენ ფუნციების შესრულებას. მე ვიცი ჩვენი რამდენიმე კოლეგა, რომელიც სამწუხარო მიზეზების გამო ვერ გვესწრება. როგორც ყოველთვის, არის გარკვეული გამონაკლისები, თუმცა დღეს ალბათ ცოტა უფრო კარგად უნდა წარვმსდგარიყავით ერთმანეთისა და საზოგადოების შინაშე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 
 
კვორუმითვის  76 დეპუტატის შეკრება იყო აუცილებელი, მაგრამ  სხდომაზე დღეს მხოლოდ  30 დეპუტატი მივიდა 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...